ინგლისური აბიტურიენტებისათვის

ინგლისური აბიტურიენტებისათვის

ინგლისური აბიტურიენტებისათვის მოიცავს ყველა იმ საკითხების საფუძვლიანად შესწავლას,რასაც მოითხოვს განათლების სამინისტრო მისაღები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.

 

კურსის დასაწყისში მოსწავლეს უტარდება ტესტირება და გასაუბრება,რის საფუძველზეც შეირჩევა მისთვის სათანადო დონე. გაკვეთილები მოსწავლის სურვილისა და საჭიროებების მიხედვით  ჩატარდება  ინდივიდუალურად ან  ჯგუფებში.

 

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლე შეძლებს:

1.B1 დონის სირთულის ტექსტის წაკითხვა და მასში მოცემული როგორც ზოგადი,ასევე კონკრეტული ინფორმაციის გაგება.შეძლებს დავალების შესაბამისი კითხვის სტრატეგიების გამოყენებას.

 

2.მოსწავლე შეძლებს მოსმენის დავალებების შესრულებას:ტექსტისა თუ დიალოგების როგორც საერთო აზრის,ასევე დეტალური ინფორმაციის გაგებასა და მოცემულ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემას.

 

3.მოსწავლე შეძლებს არგუმენტირებული ესეს დაწერას.საკუთარი მოსაზრების თანმიმდევრულად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას,არგუმენტებით გამყარებას.

 

4.მოსწავლე შეძლებს საქმიანი წერილის დაწერას,სათანადო ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების გამოყენაბას.

 

5.მოსწავლე შეძლებს B1 დონის ლექსიკისა და ენობრივი ფუნქციების როგორც გაგებას,ასევე მოთხოვნის შესაბამისად გამოყენებას.