IELTS საგამოცდო კურსი

IELTS საგამოცდო კურსი

 

1.რა არის IELTS ?

 

IELTS არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტესტი.იგი სააშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ,იმუშაოთ ან გაიაოთ სხვადასხვა ტრეინინგები ინგლისურენოვან ქვეყნებში.ielts-ის ჩაბარება ასევე  შესაძლებელია მიგრაციის მიზნით,ისეთ ინგლისურენოვან ქვეყნებში როგორებიცაა:კანადა,ავსტრალია,ახლი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი.

 

 

2.რატომ არის IELTS-ის გამოცდის ჩაბარება მნიშვნელოვანი?

 

მსოფლიოს უამრავი ორგანიზაცია ენდობა IELTS-ის ტესტის შედეგებს:საგანმანათლებლო,დასაქმების,სამთავრობო თუ პროფესიული სექტორები.

IELTS-ის გამოცდის საშუალებით თქვენ შეძლებთ იცხოვროთ,იმუშაოთ  და ისწავლოთ მსოფლიოს სხვადასხმა ქვეყანაში.

 

3.რა კონპონენტებისაგან შედგება IELTS-ის ტესტი?

 

ტესტი შედგება 4 ნაწილისაგან:წერა,კითხვა,საუბარი,მოსმენა.

თითოეული ნაწილი შეიცავს სხვადასხვა სავარჯიშოებსა და  განსხვავებული ტიპის კითხვებს. ტესტის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია.

 

4.IELTS-ის რომელი ტესტი ჩააბაროთ?

 

არსებობს 2 ტიპის IELTS-ის გამოცდა: ზოგადი და აკადემიური.

აკადემიური ტესტის ჩაბარება გიწევთ მაშინ,თუ თქვენი მიზანია უმაღლესი განათლების მიღება:საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამების შესწავლა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,ან პროფესიონალურ ორგანიზაციაში მუშაობა.

ზოგად ტესტს აბარებთ იმ შემთხვევაში,თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ენის ცოდნის დონე,ისწავლოთ რომელიმე კურსზე ,იმუშაოთ ან წახვიდეთ ემიგრაციაში რომელიმე ინგლისურენოვან ქვეყანაში .

 

10 ნაბიჯი IELTS-ის ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად:

 

წერა:

1.არ გამოიყენოთ სასაუბრო ინგლისურისათვის დამახასიალებელი სიტყვები!

2.წერა დაიწყეთ მე-2 დავალების შესრულებით,ვინაიდან უფრო მეტი ქულა სწორედ ამ დავალებას ენიჭება!

3.თქვენი ხელნაწერი აუცილებლად უნდა იკითხებოდეს  გარკვევით !

კითხვა:

4.დიდი დრო არ დაუთმო იმ კითხვაზე პასუხის გაცემას,რაც არ იცი,გადადი შემდეგზე!

5.თუ დრო დაგრჩება,მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდი პასუხგაუცემელ შეკითხვას!

საუბარი:

6.პასუხის გაცემამდე,კარგად გაიაზრეთ დასმული კითხვა!

7.არ გასცეს კითხვას პასუხი,თუ ზუსტად ვერ ჩასწვდით მის შინაარსს.შეგიძლიათ ,გამომცდელს კითხოთ,რას გულისხმობს ამ კითხვაში!

8.იყავი თავდაჯერებული და გააკეთე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი!

მოსმენა:

9.თვალი გადაავლე კითხვებს,სანამ მოსასმენს ჩართავენ!

10.გაითვალისწინე,რომ თარიღების წერა სწორი ფორმატით უნდა იცოდე!