ჩვენ შესახებ

სასწავლო ცენტრის შერჩევისას პირველი კითხვაა: რატომ ეს და არა სხვა?რით გამოირჩევა ეს ცენტრი სხვებისგან,რას გვთავაზობს განსხავებულს?


ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თამამად შეგვიძლია,რადგან ჩვენთან თითოეულ სტუდენტზე მორგებული,ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით განსაზღვრული პროგრამით ისწავლება ინგლისური ენა ნებისმიერი მიზნისათვის ( სასაუბრო,ზოგადი,სააბიტურიენტო,სასერტიფიკატო).


სწორედ ინდივიდუალური მიდგომაა ყველაზე მთავარი ფაქტორი სწავლის პროცესში,რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მიზნის მიღწევა და ამა თუ იმ გამოცდის წარმატებით ჩაბარება.


ჩვენთან ასწავლიან პროფესიონალი,მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლები.მათ კომპეტენციაში და სწავლების ხარისხში პირველივე გაკვეთილზევე დარწმუნდებით.სწავლების ორიგინალური მეთოდი,თანამედროვე მასალები და მეგობრული გარემო,ბევრად უფრო მოტივირებულს გაგხდით და დაგარწმუნებთ,რომ ნამდვილად შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას!