3234
0
ჩაეწერე
კურსზე
IELTS არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტესტი.იგი სააშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ,იმუშაოთ ან გაიაოთ სხვადასხვა ტრეინინგები ინგლისურენოვან ქვეყნებში.ielts-ის ჩაბარება ასევე შესაძლებელია მიგრაციის მიზნით,ისეთ ინგლისურენოვან ქვეყნებში როგორებიცაა:კანადა,ავსტრალია,ახლი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი.
მსოფლიოს უამრავი ორგანიზაცია ენდობა IELTS-ის ტესტის შედეგებს:საგანმანათლებლო,დასაქმების,სამთავრობო თუ პროფესიული სექტორები.
IELTS-ის გამოცდის საშუალებით თქვენ შეძლებთ იცხოვროთ,იმუშაოთ და ისწავლოთ მსოფლიოს სხვადასხმა ქვეყანაში.
ტესტი შედგება 4 ნაწილისაგან:წერა,კითხვა,საუბარი,მოსმენა.
თითოეული ნაწილი შეიცავს სხვადასხვა სავარჯიშოებსა და განსხვავებული ტიპის კითხვებს. ტესტის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათია.
არსებობს 2 ტიპის IELTS-ის გამოცდა: ზოგადი და აკადემიური.
აკადემიური ტესტის ჩაბარება გიწევთ მაშინ,თუ თქვენი მიზანია უმაღლესი განათლების მიღება:საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამების შესწავლა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,ან პროფესიონალურ ორგანიზაციაში მუშაობა.
ზოგად ტესტს აბარებთ იმ შემთხვევაში,თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ენის ცოდნის დონე,ისწავლოთ რომელიმე კურსზე ,იმუშაოთ ან წახვიდეთ ემიგრაციაში რომელიმე ინგლისურენოვან ქვეყანაში .
წერა:
1.არ გამოიყენოთ სასაუბრო ინგლისურისათვის დამახასიალებელი სიტყვები!
2.წერა დაიწყეთ მე-2 დავალების შესრულებით,ვინაიდან უფრო მეტი ქულა სწორედ ამ დავალებას ენიჭება!
3.თქვენი ხელნაწერი აუცილებლად უნდა იკითხებოდეს გარკვევით !
კითხვა:
4.დიდი დრო არ დაუთმო იმ კითხვაზე პასუხის გაცემას,რაც არ იცი,გადადი შემდეგზე!
5.თუ დრო დაგრჩება,მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდი პასუხგაუცემელ შეკითხვას!
საუბარი:
6.პასუხის გაცემამდე,კარგად გაიაზრეთ დასმული კითხვა!
7.არ გასცეს კითხვას პასუხი,თუ ზუსტად ვერ ჩასწვდით მის შინაარსს.შეგიძლიათ ,გამომცდელს კითხოთ,რას გულისხმობს ამ კითხვაში!
8.იყავი თავდაჯერებული და გააკეთე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი!
მოსმენა:
9.თვალი გადაავლე კითხვებს,სანამ მოსასმენს ჩართავენ!
10.გაითვალისწინე,რომ თარიღების წერა სწორი ფორმატით უნდა იცოდე!