2020-11-15
ინგლისური ენის კურსები

ინგლისური ენის კურსები

 

დღესდღეობით ინგლისურ ენას ბევრი ადამიანი შეისწავლის .ბევრ ქვეყანაში, სკოლების  სასწავლო სილაბუსში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ზრდასრულებიც ინტენსიურად რეგისტრირდებიან ინგლისური ენის კურსებზე.რისთვისაა საჭირო ეს ენა და რატომ არის ასეთი მოთხოვნა მის ცოდნაზე?

6 მიზეზი,თუ რატომ უნდა იცოდეთ ინგლისური ენა:

1.კარიერული წინსვლა

პირველი მიზეზი არის ის,რომ ხალხმა გააცნობიერა ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისური  ენის ცოდნა კარიერული წინსვლის,სხვადასხვა სფეროში უფრო ცოდნის მიღებისა და რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტურად წარმართვისათვის.

ინგლისური ენის ცოდნით ,იზრდება დასაქმების შესაძლებლობები შრომის ბაზარზე.უპირატესობას  მოგანიჭებენ სწორედ თქვენ,როგორც ინგლისური ენის მცოდნეს და არა სხვას ,ვინც ამ ენას არ ფლობს. სწორედ თქვენ, ამ ენის ცოდნით მოახერხებთ კომუნიკაციას უცხოელ პარტნიორებთან და უცხოელ მომხმარებლებთან .

2.მოგზაურობა

თუ თქვენ ინგლისურ ენას ჯერ კიდევ არ ფლობთ,დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს.სასწრაფოდ უნდა ჩაეწეროთ ინგლისური ენის კურსებზე და დაეუფლოთ საერთაშორისო ენას!

სწორედ ეს ენა მოგცემთ საშუალებას იმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ,ყოველგვარი ენობრივი ბარიერის გარეშე.მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანაში არ შეგექმნებათ პრობლემები ენასთან დაკავშირებით,ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის 70 % -ზე მეტი თავისუფლად საუბრობს ამ ენაზე!

3.ფილმების და მუსიკის ორიგინალურ ვერსიაში ნახვა და მოსმენა

წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს კარგავთ, როცა დუბლირებულ ფილმებს უყურებთ, ნათარგმნ წიგნებს კითხულობთ და არც კი გესმით რა ტექსტია თქვენს საყვარელ სიმღერაში. არადა ამ ყველაფერს შეგიძლიათ გაუმკლავდეთ, თუკი ინგლისურ ენას ისწავლით – რადგან ეს ენა ყველაზე მეტად არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში.

4.თქვენი გარემოს გაფართოების საშუალება

მაშინ როცა ინტერნეტი მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომია, საზღვრები ფაქტიურად არ არსებობს: ჩვენ შეგვიძლია ვეკონტაქტოთ ვისაც გვინდა, თუკი ვიცით ინგლისური ენა. თუნდაც უცხოელებთან კონტაქტის დამყარების მიზნით აქვს აზრი ინგლისური ენის შესწავლას.

5.სხვა ენების მარტივად ათვისება

ისტორიამ დიდი გავლენა იქონია ინგლისური ენის ჩამოყალიბებაში.სხვადასხმა კულტურა დროდადრო ცვლიდა ენას და საბოლოოდ შეიქმნა ჰიბრიდული ენა- ლათინური,გერმანიკული და რომანული ენების გავლენით.სწორედ ამ გავლენის გამო,თუ ინგლისური ენა იცი,მარტივია სხვა ენების შესწავლა.

6.საზღვარგარეთ სწავლა

ახალგაზრდებში აქტუალური საკითხია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება.ამისთვის,ერთ-ერთი წინაპირობა  ინგლისური ენის ცოდნაა.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ,შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაბამისი ტიპის ინგლისური ენის კურსი და მოემზადოთ TOEFL , IELTS ,FCE,CAE,CPE სერტიფიკატების ასაღებად. 

კურსების  მიმოხილვა

IELTS-ის გამოცდა:

IELTS (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა) არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტი. მას ყოველ წელს ორ მილიონზე მეტი კანდიდატი აბარებს.

IELTS -ის ტესტი გზას გიხსნით ყველგან. ეს ტესტი კანდიდატებს ეხმარება იცხოვრონ, ისწავლონ და იმუშაონ საზღვარგარეთ. IELTS აღიარებულია 9,000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს 140 ქვეყანაში, როგორიცაა სამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები და დამსაქმებლები.

გამოცდის შედეგის მიხედვით გაიგებთ შეძლებთ თუ არა სწავლას შერჩეულ პროგრამაზე  სხვადასხვა  ქვეყნების ინგლისურენოვან სასწავლო დაწესებულებებში.

IELTS –ის გამოცდაზე ფასდება 4 ძირითადი უნარ–ჩვევა:კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების აღქმის (სმენის) და საუბრის.

ინფორმაცია მოდულების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.britishcouncil.ge/exam/ielts/registration

 

არსებობს  IELTS-ის გამოცდის ორი ვარიანტი:

  • Academic Module (აკადემიური მოდული)
  • General Training Module (ზოგადი მოდული)
  • IELTS სერტიფიკატი ძალაშია მხოლოდ ორი წლის განმავლობაში.

 

 

  TOEFL-ის გამოცდა:

მსოფლიოში  9000-ზე მეტი უნივერსიტეტი, სააგენტო და სხვა საგანმანათლებლო სასწავლებელი აღიარებს TOEFL -ის ტესტს.TOEFL-ის გამოცდით ენის ცოდნის ოთხი უნარი მოწმდება: წერა, კითხვა მოსმენა და საუბარი.

TOEFL -ის მოსამზადებელ კურსებზე სმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გარდა, მსმენელებს ასევე ვასწავლით ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის საჭირო ტექნიკას და სტრატეგიებს. კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გააკეთონ გამოცდის ანალოგიორი  ტესტები, რაც შემდეგში ეხმარება მათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში. 

შეეძლოს მოსმენილის გააზრება. როცა მოსწავლე გადის TOEFL -ის კურსებს აქ უკვე ხდება ენის ცოდნის ამ ოთხი უნარ-ჩვევის გაუმჯობესება, და ასევე მიმდინარეობს მუშაობა გამოცდის წარმატებით ჩაბარების სტრატეგიებზე.

 

 

 

Cambridge ESOL exams - კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცდები – ინგლისური ენის ყველაზე პოპულარული საერთაშორისო გამოცდებია მთელს მსოფლიოში.

Cambridge ESOL exams შედგება ხუთი ტესტისგან (KET, PET, FCE, CAE, CPE).

KET (Key English Test) ამოწმებს ინგლისურის ენის ცოდნის საბაზისო დონეს (Pre-Intermediate).

PET (Preliminary English Test) ენის ცოდნა Intermediate დონეზე, ანუ საბაზისოზე უფრო მაღლა.

FCE (First Certificate in English) –ყველაზე უფრო პოპულარული საერთაშორისო გამოცდაა – გათვლილია B2 ცოდეზე.

CAE (Certificate in Advanced English) –  ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.

CPE (Certificate of Proficiency in English) – უმაღლესი საფეხურია ( ენის ცოდნა  თითქმის როგორც მშობლიური).

 

საერთაშორისო გამოცდების გარდა ჩვენთან შეგიძლიათ ისწავლოთ:

1.ზოგადი ინგლისური ენა (6 დონე):

 

Starter

Elementary

Pre-intermediate

Intermediate

Upper-intermediate

Advanced

სწავლა მიმდინარეობს  თანამედროვე, კომუნიკაციური მეთოდით შედგენილი სახელმძღვანელოებით, რომლებიც შეიცავენ მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე თემატურ ტექსტებსა და დიალოგებს, გრამატიკულ, სასაუბრო და მოსასმენ სავარჯიშოებს, აუდიო მასალას, რომელიც ხელს უწყობს კომუნიკაციის გაადვილებას.

რა განსხვავებაა ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურს შორის?

 

  ამრიკულ და ბრიტანულ ინგლისურს განასხვავებს გამოთქმა ,მართლწერა და მახვილი.ამერიკელები,მუდმივად ცდილობენ ენის გამარტივებას და სიტყვებს ისე წერენ,როგორც ესმით.ეს ფაქტი უფრო და უფრო განსხვავებულს ხდის ამ ორი ტიპის ინგლისურს.

ლექსიკური განსხვავებები:

მართლწერა:  

ბრიტანული:            ამერიკული:

"or  vs our"

Behavior                    Behaviour

Honor                        Honour

Glamor                      Glamour

"tre vs ter"

theatre                      theater

centre                       center

metre                       meter

"nce vs nse"

defence                   defense

licence                    license

practice                  practise

"k vs que"

banque                   bank

cheque                   check

chequer                 checker

 

ბრიტანელი ემიგრანტები ამერიკაში ჩავიდნენ მე-17 საუკუნეში,რამაც გარკვეული ცვლილებები დაამკვიდრა ენაში და ბრიტანული სიტყვების გამოყენება დაიწყეს ამერიკელებმა.ბევრი "ამერიკული" სიტყვა სინამდვილეში ბრიტანულია,უბრალოდ ისინი ძველმა ამერიკელმა ხალხა შემოინახა.თუმცა,არსებობს განსხვავებებიც:

ბრიტანული:                 ამერიკული:

rubbish                            trash

biscuit                             cookie

trousers                          pants

lift                                  elevator

განსხვავება გრამატიკაში:

ბრიტანელები და ამერიკელები იყენებენ განსხვავებულ წინდებულებს ან ამერიკელები საერთოდ არ იყენებენ მათ:

ბრიტანული                                                   ამერიკული

at the weekent                                          on the weekend                     

in the team                                               on the team

in starts on Tuesday                                it starts Tuesday

in Churchill street                                  on Churchill street

 

რაც შეეხება ზმნას,ინგლისელები და ამერიკელები განსხვავებულად იყენებენ Past simple-სა da present perfect simple-ს:

ბრიტანული: Have I already asked you that?

ამერიკული:Did I already ask you that?

 

7 საინტერესო ფაქტი ინგლისურ ენასთან დაკავშირებით:

ამერიკელები განსხვავებულად იყენებენ Past Simple-სა da Present Perfect Simple-ს:თუ თქვენ სწავლობთ ან უკვე ფლობთ ინგლისურ ენას,გეცოდინებათ ამ ენასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო ფაქტი,თუმცა არ იქნება ურიგო გაეცნოთ შემდეგს:

1.ასო" s "-ით იწყება ინგლისური სიტყვების უმრავლესობა.

2.ინგლისურ ენაში ყველაზე მოკლე წინადადებაა "I am ".

3."The quick brown fox jumps over the lazy dog"-ეს წინადადება შეიცავს ინგლისურ ენაში არსებულ ყველა ასოს,ამგვარ წინადადაბებს ეწოდება "pangrams".

4." Queueing"- ერთმანეთის მიყოლებით  ამ სიტყვაში ყველაზე მეტი ხმოვანია.

5.ყოველწლიურად ინგლისური ენას 4000-მდე სიტყვა ემატება.

6.სიტყვა "swims"  იქნება იგივე,მაშინაც კი თუ მას ამოვატრიალებთ.

7.ინგლისური ენა საჰაერო ენაა: პილოტის წარმოსობის მიუხედავად,მასთან კონტაქტი ინგლისურ ენაზეა.

 

ინგლისური ენის შესწავლა ადრეული ასაკიდან:

 

 

 

 

 

 20 რჩევა,თუ როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად:

1.ეცადეთ,ხშირად ისაუბროთ ინგლისურად:ხმამაღლა,დიალოგებში ელაპარაკეთ საკუთარ თავს. ეს საუკეთესო საშუალებაა თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად!

2.ხშირად მოუსმინეთ ინგლისურენოვან ტექსტებს:ამ მეთოდის მეშვეობით,თქვენ შეიქმით ინგლისურენოვან გარემოს და მიეჩვევით ამ ენის ჟღერადობას,გამოთქმასა თუ ინტონაციებს.

3.არ შეგეშინდეთ შეცდომების:ეს ენის შესწავლის ბუნებრივი პროცესია.სწორედ შეცდომების გასწორებით ისწავლება ნებისმიერი ენა.

4.მუდმივად იმუშავეთ 4 უნარის გაუმჯობესებაზე: ზემოთ უკვე ვახსენეთ 2 მათგანი-საუბარი და მოსმენა.ამათთან ერთად აუცილებელია ივარჯიშოთ წერისა და კითხვის უნარებზე: იკითხეთ ინგლისურენოვანი ჟურნალ-გაზეთები,ონლაინში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი მასალა.თითო აბზაცის წაკითხვის შენდეგ,ეცადეთ წაკითხული ინფორმაცია დაიმახსოვროთ და დაწეროთ,შემდეგ კი შეადაროთ ერთმანეთს თქვენი დაწერილი და გაზეთში წაკითხული ტექსტები .

5.ისწავლეთ ახალი სიტყვები ყოველ დღე: მიზნად დაისახეთ ყოველ დღე დაამატოთ გარკვეული სიტყვების რაოდენობა თქვენს ლექსიკურ მარაგს.ამასთანავე,აუცილებელია,ახალი სიტყვების მუდმივად გამეორება,წინადედაბების შედგენა და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

6.შეამოწმეთ თქვენი ცოდნა: სთხოვეთ მეგობარს,რომელმაც ინგლისური მაღალ დონეზე იცის,მოუსმინოს თქვენს საუბარს,გესაუბროთ ინგლისურად და შეაფასოს თქვენი ცოდნა.

7.ისწავლეთ,სიტყვების წარმოება:

ინგლისური ენის ერთ-ერთი დადებითი მხარე,სიტყვების დამახსოვრების კუთხით,მათი საერთო ძირია.ამისათვის საჭიროა,იცოდეთ სუფიქსები და პრეფიქსები.მაგ.: სიტყვა "Unusually" შედგება პრეფიქსი "un" და სუფიქსი "ly"-გან ,ხოლო სიტყვის ძირი არის "Usual". აქედან გამომდინარე,ვიგებთ,რომ "un" ნიშნავს საწინააღმდეგოს "არას" და "ly" აწარმოებს ზმნიზედას. შესაძლოა,ერთი შეხედვით რთული მოგეჩვენოთ სიტყვათწარმოება,მაგრამ როგორც კი ისწავლით მეტყველების ნაწილებს,აუცილებლად გაგიადვილდებათ.

8.შეარჩიეთ სათანადო დრო სწავლისათვის:

განსაზღვრეთ,დღის რომელ მონაკვეთში ხართ უფრო პროდუქტიული:ზოგი ამჯობინებს დილას სწავლას,ზოგი კი საღამოს საათებში ბევრად უფრო მარტივად იმასხოვრებს და ითვისებს ახალ მასალას.

9.ისწავლეთ გააზრებულად,დაზეპირების გარეშე:

დაიწყეთ სწავლა,ზუსტად იმ დონიდან,რაც თქვენს ცოდნას შეესაბამება.სხვაგვარად გაირთულებთ საქმეს და დაკარგავთ ინტერესს.

10.ყურადღება მიაქციეთ გრამატიკას:

თუ გსურთ,რომ გასაგებად ისაუბროთ,აუცილებელია გრამატიკის ელემენტარული ცოდნა:წინადადების წყობა,დროები,ინტონაციები.თუ წინადადებას სწორად არ დაალაგებთ,შესაძლოა საერთოდ ვერ გაიგონ თქვენი ნათქვამი ,ან თქვათ სრულიად განსხვავებული რამ იმისგან,რის თქმასაც გეგმავდით.

11.დაიწყეთ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა:

დასაწყისისთვის შეარჩიეთ მარტივი მასალა.კარგია,თუ წაიკითხავთ ისეთ ნაწარმოებს,რასაც თქვენს მშობლიურ ენაზე კარგად იცნობთ. შეეცადეთ,არ გამოიყენოთ ლექსიკონი და  დამოუკიდებლად გამოიტანოთ აზრი წაკითხულიდან.

12.გააკეთეთ დღიური ინგლისურად:

 თავიდან დაიწყეთ მარტივი წინადადებებით: როგორი ამინდია,თქვენი განწყობა როგორია,რის გაკეთებას გეგმავთ დღეს.შემდეგ გაართულეთ წინადადებები და თანდათან დაიწყეთ ამბების მოყოლა.

13.ჩაწერეთ საკუთარი საუბარი:

ამ მეთოდის საშულებით,თქვენ შეძლებთ თქვენი ხარვეზების დანახვას.ჩაწერილ მასალას რამოდენიმე დღის შემდეგ მოუსმინეთ და დაუკვირდით თქვენს შეცდომებს.

14.უყურეთ ფილმებს:

უმჯობესია დაიწყოთ ინგლისურენოვანი ფილმების ყურება ჯერ სუბტიტრებით,შემდეგ კი,როცა ყურს შეაჩვენთ,შეგიძლიათ  თანდათან გადაეთოთ სუბტიტრების გარეშე ყურებაზე.

15.უყურეთ ინგლისურენოვან არხებს:

ეს შესაძლოა იყოს საბავშვო გადაცემა,ან რაიმე ისეთი,რისი ყურებაც გსიამოვნებთ.გაითვალისწინეთ,რომ ტელევიზორში ხშირად მოისმენთ სლენგებს (გარკვეულ სოციალურ ჯგუფებსა და კლასებში გავრცელებული ჟარგონები).

16.გააკეთეთ საკუთარი ლექსიკონი:

ლექსიკონის გაკეთებისას ,გაითვალისწინეთ რომ მოიძიოთ ისინი კონტექსტებში.დაიმახსოვრეთ ახალი სიტყვების შემცველი წინადადებები,ამ მეთოდის საშუალებით მარტივად გაიხსენებთ და გამოიყენებთ ახლა სიტყვებს.

17.არ დაიწყოთ,სხვა ენის შესწავლა ,სანამ არ დაეუფლებით წინას:

კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ ერთი ენის შესწავლაზე.მიაღწიეთ გარკვეულ ეტაპს,დახვეწეთ სასაუბრო უნარები და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ სხვა ენის შესწავლა.

18.გააერთიანეთ სიტყვები თემატიკის მიხედვით:

ერთ თემასთან დაკავშირებული სიტყვების დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია,ვიდრე არეული სიტყვების სწავლა.გააკეთეთ მსგავსი დიაგრამები:

Bathroom: mirror,bath towel,shower

Bedroom:pillow,blanket,alarm clock

Dining room:plates,table cloth,serving bowl.

Living room:sofa ,armchair,curtains.

მსგავსი სიპის დიაგრამები განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის,ვისაც მხედველობითი მეხსიერება აქვთ.

19.გამოიყენეთ,სახალისო მეთოდები:

მოიძიეთ სხვადასხვა თამაშები ინტერნეტში,აკეთეთ კროსვორდები ინგლისურ ენაზე.ეცადეთ,სწავლის პროცესი სახალისო გახადოთ.თუ ასე არ არის და მოსაწყენად მიმდინარეობს სწავლა,აუცილებლად შეცვალეთ მეთოდი.

20.განიმტკიცეთ ნასწავლი მასალა:

მუდმივად იმეორეთ ნასწავლი მასალა,ეს დაგეხმარებათ,ყველა დეტალის გახსენებაში და ენის სწავლის პროცესს გახდის ბევრად უფრო აქტიურს.

ვიმედოვნებთ,ჩვენი მითითებები დაგეხმარებათ და გაგიადვილებთ ინგლისური ენის შესწავლას!