2020-11-15
ინგლისური ენის ცენტრი

ინგლისური ენის ცენტრი


საქართველოში ბევრი ინგლისური ენის ცენტრია.შესაბამისად,რთულია არჩევანის გაკეთება.თუ გსურთ,გაარკვიოთ,რომელ მათგანს მიმართოთ და რა კრიტერიუმებით შეაფასოთ ისინი,გაეცანით ჩვენს სტატიას!
პირველ რიგში,რაც უნდა გაითვალისწინოთ,არის მასწავლებლების კვალიფიკაცია,სამუშაო გამოცდილება,მათი მოსწავლეების შეფასებები კონკრეტულ ინგლისური ენის ცენტრზე,სადაც თქვენ სწავლის დაწყებას აპირებთ და ამ მოსწავლეების მიღწევები.
ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას ჩვენი ცენტრის შესახებ.გაინტერესებთ ,რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ? რას გთავაზობთ განსაკუთრებულსა და გამორჩეულს?
ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალების,გამოცდილი,საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მასწავლებლებისაგან.სწავლის პროცესი არის ინოვაციური,თანამედროვე, სახალისო და საინტერესო.გაკვეთილები მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლეზე,მის მიზნებსა და საჭიროებებზე.
ჩვენ შევქმენით სივრცე,სადაც თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს,კომფორტულ და მეგობრულ გარემოში,შეგიძლიათ მობრძანდეთ ინგლისური ენის შესასწავლად.ჩვენი გუნდი სიამოვნებით მუშაობს ნებისმიერი ასაკის,შეხებულებებისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებთან.უზიარებს მათ ცოდნას,ასწავლის ხალისით და ეხმარება მიზნის მიღწევაში.

ჩვენთან შეგიძლიათ ჩაეწეროთ შემდეგ კურსებზე:

IELTS საგამოცდო კურსი
(კურსი მოიცავს ოთხი მოდულს :Listening,Speaking,Reading,Writing .
მოსწავლეს ვეხმარებით ჩამოთვლილი მოდულების მაღალ ქულაზე ჩასაბარებლად საჭირო უნარებისა და ტექნიკის განვითარებაში.
კურსზე ისწავლება ის ლექსიკა და გრამატიკა,რომელიც დაგეხმარებათ მაღალი შედეგის მიღწევაში.
სწავლების პროცესში მუდმივად მივდინარეობს მონიტორინგი პროგრესზე,ეტაპობრივად ტარდება ტესტირება და ვაკვირდებით ხარვეზებს,ვმუშაობთ მათ გამოსწორებაზე და პროგრესის განცდის შეგრძნებით ვზრდით მოსწავლის თავდაჯერებულობას!)
TOEFL საგამოცდო კურსი
( კურსი მოიცავს ოთხი მოდულს :Listening,Speaking,Reading,Writing) .
კურსის მიმდინარეობისას ერთნაირი ყურადღება ექცევა ოთხივე უნარზე მუშაობას.გაგაცნობთ და გასწავლით ყველა სტრატეგიასა და მიდგომებს,რაც დაგეხმარებათ მაღალი ქულის მიღებაში.თითოეულ მოსწავლესთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა,რაც ნამდვულად გამოარჩევს ჩვენს ცენტრს სხვებისაგან!
ზოგადი ინგლისური ენის კურსი
კურსი მოიცავს ენის ყველა კომპონენტს:Writing,Reading,Speaking,Listening,Grammar,Vocabulary.
კურსის მიზანია მოსწავლემ სრულყოფილად გაიაროს შესაბამისი დონე,გადავიდეს შემდეგ დონეებზე, ისწავლოს გააზრებულად და თანდათან დაბრკოლების გარეშე, თავისუფლად შეძლოს საუბარი ინგლისურ ენაზე.
ბიზნეს ინგლისური
ეს კურსი განკუთვნილია ბიზნეს გარემოში მომუშავე ადამიანებზე.მათზე,ვისაც უწევთ პარტნიორებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე,ბიზნესთან დაკავშირებული მასალებისა თუ დოკუმენტების წაკითხვა და პასუხის გაცემა,ბიზნეს საუბარი,ზრდილობიანი კომუნიკაცია,იმეილების წერა და სატელეფონო საუბარი.
კურსის მიზანია,მოსწავლეებმა შეძლონ ბარიერების გადალახვა,ბიზნესისთვის საჭირო ტერმინოლოგიის ათვისება და თავისუფალი კომუნიკაცია .
ინგლისური ენის კურსი აბიტურიენტთთათვის
კურსზე მიიღებიან მაღალი კლასის მოსწავლეები .
ისინი იმუშავებენ ეროვნული გამოცდების ტესტში მოცემულ ყველა საკითხზე: (#1.მოსმენის დავალება ,#2.შედარებით რთული ტიპის მოსასმენი დავალება, #3.კითხვების შეხამება ტექსტში მოცემულ აბზაცებთან, #4.ტექსტის შესახებ მოცემული კითხვებიდან 4 სავარაუდო პასუხს შორის სწორის არჩევა, #5.ტექსტიდან ამოღებული სიტყვების ჩასმა #6.ტექსტის შევსება საჭირო სიტყვით:არტიკლი,წინდებული,კავშირი,ნაცვალსახელი...) , #7.იმეილის დაწერა,#8.ესეს წერა.
სასაუბრო კურსი
კურსი ორიენტირებულია მოსწავლეებს მოუხსნას ენის ბარიერი,სიტუაციური მაგალითებით დაეხმაროს და მიაჩვიოს ისინი ენის პრაქტიკაში გამოყენებას.
სასწავლო მასალების გარდა,ჩვენ ვიყენებთ დამხმარე მასალებს,რაც მოსწავლეებს ეხმარება ენის დონის ამაღლებაში და სწრაფი ტემპით შედეგის მიღწევაში.