2020-11-15
სწავლა საზღვარგარეთ

სწავლა საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების რამდენიმე საშუალება არსებობს.ამ სტატიაში მოგცემთ პრაქტუკულ რჩევებს,რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი სურვილის ასრულებაში.
პირველ რიგში,რაც უნდა გაითვალისწინოთ არის უცხო ენის სერტიფიკატი ( TOEFL, ან IELTS ),რასაც თითქმის ყველა უნივერსიტეტი ითხოვს.ასევე,უნდა განსაზღვროთ დრო,რაც მინიმუმ 6 თვეს მოიცავს , გამოცდისთვის მოსამზადებლად.
საქართველოში არსებობს უამრავი სასწავლო ცენტრი,რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ და დაიწყოთ სწავლა კონკრეტული გამოცდის ჩასაბარებლად.
უნივერსიტეტის შერჩევისას,გაითვალისწინეთ რომ მოგიწევთ გარკვეული თანხის გადახდა განაცხადის შევსებისას (50-150 €).აგრეთვე,უნდა იცოდეთ იმის შესახებ რო ზოგი უნივერსიტეტი საბუთების ონლაინ გაგზავნით არ კმაყოფილდება.შესაბამისად,უმჯობესია, თავიდანვე გაარკვიოთ საბუთების შესახებ.
საბუთები,რაც დაგჭირდებათ:
რეზიუმე(ინგლისურ ენაზე)
სააპლიკაციო ფორმის შევსება,
სარეკომენდაციო წერილი (უმჯობესია,თუ გექნებათ 2 -თქვენი უფროსისა და ლექტორისაგან)
სამოტივაციო წერილი და ნიშნების ფურცელი.
განაცხადის შევსებას რამდენიმე უნივერსიტეტში გირჩევთ. ევროპულ უნივერსიტეტებში იანვრამდე მიიღება განაცხადებები,ამიტომ სასურველია ძებნა ცოტა ადრე , აგვისტოში დაიწყოთ.
უნივერსიტეტის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ: საერთაშორისო რაჟირებას,საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობას(მნიშვნელოვანია გქონდეთ საერთაშორისო კონტაქტები,რომლებიც შესაძლოა თქვენი სამომავლო პოტენციური თანამშრომლები იყვნენ).

როგორ დავაფინანსოთ სწავლა საზღვარგარეთ?
თუ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ გადაწყვიტეთ,მოგიწევთ ისეთი საკითხების მოგვარება,როგორიცაა სწავლისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება.გაინტერესებთ,როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა?
გთავაზობთ სწავლის დაფინანსების რამდენიმე პროგრამას:
ერასმუსის პროგრამა (Erasmus Mundus Scholarship)
ამ პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ სწავლის გაგრძელება ევროპულ უნივერსიტეტებში,რაც მოიცავს ფინანსურ უზრუნველყოფას 2 სემესტრის განმავლობაში.
ევროკავშირი Erasmus+ აფინანსებს სამაგისტრო სწავლებას სულ მცირე სამი ქვეყნის უნივერსიტეტში,რომლებიც წარადგენენ მათ მიერ მომზადებულ პროგრამებს ერასმუსის კონკურსზე.გამარჯვებული უნივერსიტეტი კი შემდეგ აცხადებს სტუდენტების მიღებას,რომლებიც თავის მხრივ ირჩევენ პროგრამას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან.
ერასმუსის პროგრამის 5 უპირატესობა:
1.ევროკავშირი აფინანსებს სწავლას, დაახლოებით 800 € საცხოვრებელ ხარჯებს და სრულად ანაზღაურებს მგზავრობის ღირებულებას.
2.Erasmus + ფარავს სასწავლო ხარჯებს : სწავლების ღირებულება,ბიბლიოთეკითა და ლაბორატორიით სარგებლობა,დაზღვევის ხარჯები.
3.აუმჯობესებთ ენის ცოდნის დონეს.
4.ერასმუსის კურსდამთავრებულებს სხვებთან შედარებით აქვთ უპირატესობა დასაქმებისას.
5.საერთაშორისო კონტატები დაგეხმარებათ როგორც პიროვნულ,ასევე პროფესიონალურ განვითარებაში.
ადელაიდას სტიპენდიები (The University of Adelaide Scholarships)
აღნიშნული უნივერსიტეტი გაძლევთ საშუალებას გაიუმჯობესოთ უნარები კვლევით სფეროში(სამაგისტრო,სადოქტორო). ASI ანაზღაურებს სწავლის საფასურს 2 წლის განვალობაში(წლიური 25 000 $).

კლარენდონის სტიპენდიები


Clarendon სტიპენდია არის ყველაზე პრესტიჟული,მოთხოვნადი და კონკურენტული.იგი მსგავსია ოქსვორდის სხვა სტიპენდიებისა ,რომლებიც სრულად აფინანსებენ სწავლის ხარჯებს და გთავაზობენ გრანტებს საცხოვრებლის ხარჯებისათვის.
კლარენდონის სტიპენდიაზე მისაღებად,თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი:
1.ოქსფორდის უნივერსიტეტში,სასურველ კურსზე განაცხადის შეტანა.
2.კლარენდონის სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია თქვენ გქონდეთ საუკეთესო აკადემიური გამოცდილება:პირველი კლასის წარჩინებულის დიპლომი.
3.Clarendoni ამოწმებს თქვენს სამომავლო შესაძლებლობებსა და პოტენციალს.
გაითვალისწინეთ,ყველაზე მთავარი:
სწორად დაგეგმეთ,თუ სად და როდის შეიტანოთ განცხადება. აუცილებლად გადახედეთ წინა წლის სტიპენდიებსა და განცხადებებს.
უმეტეს შემთხვევაში,განაცხადის მიღების თარიღს უნივერსიტეტები არ ცვლიან.შესაბამისად,თარიღების განსაზღვრის პრობლემა არ შეგექმნებათ.
წარმატებებს გისურვებთ!